"როდესაც დევნილთა სახლებზე ვსაუბრობთ, მხოლოდ 2023 წლისთვის არ უნდა შემოვიფარგლოთ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება, 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა იწყება," - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„მომდევნო წლის ბიუჯეტში, ამ მიმართულებით 220 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს გათვალისწინებული. თუმცა წელს, ჩვენ ნაწილობრივ გამოვყოფთ თანხებს, დაახლოებით 50 მილიონ ლარს იმისათვის, რომ ამ პროექტისთვის სამუშაოები დღესვე დაიწყოს და მომდევნო წელს აქტიურ ფაზაში იყოს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
გიორგი კაკაურიძის თქმით, პროექტის ღირებულება ჯამურად 700 მილიონ ლარს აჭარბებს.