logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა მისასალმებელია, რადგან ნებისმიერი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ტურიზმის განვითარებას ეხება - ანდრია გვიდიანი
- +

1 დეკემბერი. 2022. 21:13
 
ექსპერტი ანდრია გვიდიანი ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტის შესახებ საუბრობს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 28 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე წარადგინა და რომლის თანახმადაც ტურიზმის მიმართულებით 200 მილიონი ლარი გამოიყოფა. 

გვიდიანი ღარიბაშვილის მხარდაჭერას მისასალმებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ნებისმიერი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ტურიზმის განვითარებას ეხება. 

ზოგადად ტურიზმის სფერო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ჩვენს ეკონომიკაში, შესაბამისად ტურიზმის სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის და ამას თავისი ეფექტები აქვს, ეს არის უცხოური ვალუტის შემოდინება, ქვეყნის ცნობადობის გაზრდა, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანის ზრდა... შესაბამისად ნებისმიერი ინიციატივა,  ნებისმიერი პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ტურიზმის განვითარებას მოხმარდება. 

პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას, ასევე, ეს არის სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიების დაფინანსების რესურსი, ასევე, არის უცხოელი არტისტების ჩამოყვანა, რომელიც, ასევე, თავის მხრივ ტურისტული სექტორის განვითარების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია. იმიტომ რომ როდესაც უცხოელი არტისტები ჩამოგყავს, ეს ქვეყნის იმიჯს, ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, მათ შორის პოზიციონირებას ხელს მნიშვნელოვნად უწყობს. 

აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერის მხრიდან ამ ინიციატივის გაჟღერება, ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ საბიუჯეტო შემოსავლები იზრდება, შესაბამისად მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილი შემოსავლების ფონზე, გარდა სხვა საკითხებისა, როგორიც არის სოციალური მიმართულებები და გაზრდილი ინფრასტრუქტურული ხარჯები, გაზრდილი ხელფასები, მათ შორის, პოლიციელებისათვის, ჯარისკაცებისთვის, მასწავლებლებისთვის და ა.შ. ამ უმნიშვნელოვანესი და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროექტების და ინიციატივების გარდა, ასევე, შესაძლებლობა გაჩნდა, რომ ტურიზმის სექტორის დაფინანსებაც გაზრდილიყო, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. 

ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურა იყოს იმდაგვარად განვითარებული, რომ უცხოელი ტურისტებისთვის საქართველოში ჩამოსვლა გახდეს უფრო მეტად კომფორტული, შესაბამისად ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ მიზანს ემსახურება, არის რა თქმა უნდა, მისასალმებელი“, - აცხადებს ანდრია გვიდიანი.
 
 
 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner