logo_geo
eng_logo
გიული ალასანიას მიერ ამერიკული ლობისტური კომპანიის დაქირავების შემდეგ უცხოურ ონლაინ პლატფორმაზე პირველი შეკვეთილი სტატია გაჩნდა
- +

2 დეკემბერი. 2022. 10:57

 

 

გიული ალასანიას მიერ ამერიკული ლობისტური კომპანიის დაქირავების შემდეგ უცხოურ ონლაინ პლატფორმაზე პირველი შეკვეთილი სტატია გაჩნდა. ვებგვერდ Cision-ზე გამოქვეყნდა მასალა, სათაურით „ამერიკელი სამედიცინო ექსპერტები ადასტურებენ, რომ პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი აწამეს და მოწამლეს“.

 

სტატიის დასაწყისსა და ბოლოში აღნიშნულია, რომ ეს ინფორმაცია მათ წარუდგინა კომპანია „GlobalPoint International“-მა გიული ალასანიასთვის, მიხეილ სააკაშვილის სახელით.

 

„წამყვანი სამედიცინო ექსპერტები აშშ-დან და საქართველოდან ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დარღვევას, წამებას, მოწამვლასა და ჯანმრთელობის სწრაფ გაუარესებას ადასტურებენ“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

გიული ალასანიამ ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც პიარ-კამპანიას გაუწევს სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას. თუმცა გიული ალასანიამ უარყო, რომ ის ლობისტური კომპანიაა. მისი მტკიცებით, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის არგუმენტები უფრო დამაჯერებელი უნდა გახადოს.

 

„იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელ იყოს ის დიაგნოზები, რაც ჩვენ ისედაც გვქონდა სპეციალისტებისგან, მოხდა ამ კომპანიის დაქირავება და შემდეგ, მათი მეშვეობით უკვე ძალიან ცნობილი სპეციალისტების - ექიმების შემოყვანა. არ არიან ესენი ლობისტები. ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავეთ იმიტომ, რომ იმ ყველაფრის გასამაგრებლად გვჭირდებოდა, რაც აქ ხდება“, - განაცხადა ალასანიამ.

 

https://imedinews.ge/ge/politika/272920/giuli-alasanias-mier-amerikuli-lobisturi-kompaniis-daqiravebis-shemdeg-utskhour-onlain-platpormaze-pirveli-shekvetili-statia-gachnda

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner