„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დავით ბაქრაძეს და სანდრა რულოვსს მიმართავს:
„დავით ბაქრაძე პირობას დებს, რომ მათი დაბრუნების შემთხვევაში ბიზნესს ვერავინ შეეხება. სანდრა რულოვსი არის გარანტი, რომ მათი დაბრუნების შემდეგ წამება, კაცის კვლა, გაუპატიურება და ტერორი აღარ იქნება. მემგონი დაავიწყდათ, რომ ეგ ყველაფერი 2012 წლის მერე აღარ არის ქვეყანაში და რას პირდებით? იმას რაც უკვე არის? და ჩვენ კი ვიძლევით პირობას, რომ მანიაკალური აზროვნების ადამიანები უკან ვერასოდეს ვერ დაბრუნდებიან.
როგორ დავიჯერო, რომ თქვენ გტკივათ ხე, როდესაც ცხრა წელი ადამიანის სიცოცხლე არ გტკიოდათ?
პოლიტიკური მაქციები ხართ, რომლებიც აკეთებენ პოლიტიკას პოლიტიკის გარეშე."