ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ცხადყო, რომ ევროპა ძალიან არის დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე საკუთარი უსაფრთხოების საკითხებში.
„სასტიკად გულწრფელი უნდა ვიყო: ევროპა ახლა საკმარისად ძლიერი არ არის. შეერთებული შტატების გარეშე ჩვენ პრობლემები გვექნებოდა“, - აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ის ესაუბრა ბევრ ამერიკელ პოლიტიკოსს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ევროპა უფრო ძლიერი უნდა იყოს.
„აშშ-მა ბევრი იარაღი, ბევრი ფინანსური დახმარება, ბევრი ჰუმანიტარული დახმარება გასცა უკრაინას და ევროპას ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ძლიერი. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ვავითარებთ ამ შესაძლებლობებს, როდესაც საქმე ეხება ევროპის თავდაცვას, ევროპის თავდაცვის ინდუსტრიას“, - განაცხადა მარინმა.