logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითებზე, უნივერსიტეტებში უნდა ისწავლებოდეს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და ოპოზიცია
- +

2 დეკემბერი. 2022. 23:16

 

ალბათ, სამომავლოდ, უნივერსიტეტებში შესაძლებლობა იქნება, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა შეისწავლონ - თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და შემდეგ - ოპოზიცია, - ამის შესახებ „პოსტივის“ ეთერში, „დიდ გადაცემაში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მოწინააღმდეგე ძალებთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

წარმოიდგინეთ, რა სიმახინჯესთან გვაქვს საქმე - დღემდე ამ ტექნოლოგიას მიჰყვებიან - საზოგადოება ტყუილებით შეჰყავთ შეცდომაში; თითქოს, ოპოზიცია წამებულია და ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში რაიმეს აფერხებს. ამიტომაც ისმის სპეკულაციები დეოლიგარქიზაციაზედა ა.შ. ამ საშინელებებთან ბრძოლა არ მორჩენილა. ეს ქართველი ხალხის ღირსების საკითხია!“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner