ალბათ, სამომავლოდ, უნივერსიტეტებში შესაძლებლობა იქნება, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა შეისწავლონ - თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და შემდეგ - ოპოზიცია, - ამის შესახებ „პოსტივის“ ეთერში, „დიდ გადაცემაში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მოწინააღმდეგე ძალებთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.
„წარმოიდგინეთ, რა სიმახინჯესთან გვაქვს საქმე - დღემდე ამ ტექნოლოგიას მიჰყვებიან - საზოგადოება ტყუილებით შეჰყავთ შეცდომაში; თითქოს, ოპოზიცია წამებულია და ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში რაიმეს აფერხებს. ამიტომაც ისმის სპეკულაციები დეოლიგარქიზაციაზედა ა.შ. ამ საშინელებებთან ბრძოლა არ მორჩენილა. ეს ქართველი ხალხის ღირსების საკითხია!“, - განაცხადა ყაველაშვილმა.