ქუთაისში, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო.
წარმოდგენილი იყო შენობის რეაბილიტაციის პროექტის საპრეზენტაციო ფორმატი და თეატრის მთავარი ფარდის ესკიზი, რომელზეც ქართველი მხატვარი თეიმურაზ მურვანიძე მუშაობდა.
პროექტის მოსამზადებლად, სამინისტროს დაფინანსებით ჩატარდა თეატრის შენობის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევაც. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 21 მილიონი ლარია.