სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის გავლით რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას ვერავინ შეძლებს.
„ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ გარკვეული საქონლის რეექსპორტის შემთხვევებზე და ჩვენმა სახელმწიფო ორგანოებმა დააკავეს ადამიანები კომპანიებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლაში“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ.
„მივესალმები პრეზიდენტის გზავნილს, რომ ის დაგვეხმარება სანქციების განხორციელებაში ამ ომის დასასრულებლად“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.