logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: ასეთ „გურუებს“ უამრავი მომხრე ჰყავს...
- +

26 აგვისტო. 2016. 22:15



თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:



„კაცი რომ სოროსის ფონდში გამოჩეკილ, სრულიად უსინდისო და დემაგოგ "პოლიტიკოსს" მხარს დაუჭერს, ზუსტად იმ პროგრამით რომ მოქმედებს, როგორითაც მიშა მუშაობდა და თანაც მიშამ რომ ახეხინა კარგა ხანი ციხეში, მისი საშველი ნამდვილად არ არის.

 

თანაც სახეზე რომ აწერია საკუთარი მანკიერებები, ისევე როგორც სააკაშვილს..

 

უბედურება ისაა, რომ ასეთ"გურუებს" უამრავი მომხრე ჰყავს.

 

ისე, ერთი რამ მინდა ვთქვა-ჩვენი ხალხი და განსაკუთრებით, მისი "ზეპური" ნაწილი ისეა დაავადებული ნარცისიზმით, პატივმოყვარეობით, საკუთარი მნიშვნელობის გადაფასებითა და ამ მნიშვნელობის სხვების მიერ არაღიარების გამო წყენებით, იმდენი სიყალბეა ჩაგროვილ- ჩაწმეხილი სოციალურ პლასტებში, რომ საქმე აფეთქებისკენ მიდის.

 

ტყუილი სულიერ სამყაროში იგივეა, რაც მკვლელობა, ამბობდა ერთი ბრძენი, ის ქმნის სიცარიელეებს, რომელიც აუცილებლად ფეთქდება.

 

ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რამოდენა სიცარიელეა ჩვენს თავზე, რადგან ჩვენ ტოტალურ ტყუილში ვცხოვრობთ."- წერს მანჯავიძე. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner