logo_geo
eng_logo
ნინო ლაცაბიძე: სამწუხაროდ, პირველ ჯერზე ოპოზიციურმა საკრებულომ უარი თქვა ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე
- +

3 დეკემბერი. 2022. 20:35

 

 

„როგორც მოსალოდნელი იყო, სამწუხაროდ პირველ ჯერზე ოპოზიციურმა საკრებულომ უარი თქვა ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე“, - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, უკვე მეორედ წარადგინეს საკრებულოში 2023 წლის რუსთავის ბიუჯეტის პროექტი.

 

„პირველ წარდგენაზე როგორც მე, თითოეული სამსახურიდან, ასევე მერის მოადგილეები ვესწრებოდით კომისიურ განხილვებს და ასევე, საბოლოო სხდომას. რა თქმა უნდა, მზად ვიყავით გვეპასუხა ყველა იმ კითხვაზე, რომელიც გაუჩნდებოდათ დარგების მიმართულებით. ასეთი კითხვები არ გაჟღერებულა საკრებულოს არცერთი ოპოზიციური წევრის მხრიდან. მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები იყო და როგორც მოსალოდნელი იყო, სამწუხაროდ, პირველ ჯერზე ოპოზიციურმა საკრებულომ უარი თქვა ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე. შემდეგ თქვეს, რომ აქ ვერ ვაჟღერებთ იმ შენიშვნებს, რაც გვინდა ვთქვათო და გამოგზავნეს სამ ფურცელზე თითო წინადადებით ის სურვილები, რაც ჩვენი დათვლით 130 მილიონი ლარი გამოდის“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

 

რუსთავის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტი საკრებულოში განსახილველად უკვე მეორედ შეიტანა. ქალაქის ბიუჯეტი რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ პირველი მოსმენით ჩააგდო და მერიას შენიშვნების დოკუმენტთან ერთად გადაუგზავნა. თუ ბიუჯეტი არ დაამტკიცეს პირველ ეტაპზე გაჩერდება უკვე დაწყებული და დაგეგმილი 27 ინფრასტრუქტურული პროექტი, 34 სოციალური პროგრამა. ვეღარ დაფინანსდება სტუდენტების სწავლის საფასური, მგზავრობა, ასევე, ოპერაციები, უფასო სასადილოები და ორი ათას 500-მდე ბენეფიციარი უფასო სადილის გარეშე დარჩება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner