„ვერ მოვიცალე იმისთვის, რომ ქალბატონი ჯიშკარიანის მემუარები ვიკითხო სააკაშვილის თაობაზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცენტრ „ემპათიას“ მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნას.
„ისე, როგორი პაციენტიც არის [სააკაშვილი] ისეთი ექიმია [ჯიშკარიანი] ფერი ფერს, მადლი ღმერთს. მე არ წამიკითხავს ეს დასკვნა, ეს არ არის ჩემი საქმე, მე ამითი ვერ დავკავდები. ამისთვის არიან ექიმები, ჩვენი იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანი, რომელიც ერთი წელია საპატიმროშია, აქედან 8 თვე საავადმყოფოშია, 1 500 მნახველი ჰყავდა, დღეში 4 ადამიანი. მას პრობლემა არ აქვს არც ამანათის მიღების, არც ნათესავის, ახლობლის ნახვის. მისგან განსხვავებით, ადამიანებს მის ციხეში სული ამოხადეს და მორგში გარდაცვლილებთან აბამდნენ, რომ ჩვენება მიეღოთ“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.