logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგია: „ნარინჯისფერი რთველი“ დაწყებულია - შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად შეუფერხებლად შეუძლიათ ფერმერებს მანდარინის ჩაბარება
- +

3 დეკემბერი. 2022. 22:47

 

 

„ნარინჯისფერი რთველი“ დაწყებულია - შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად შეუფერხებლად შეუძლიათ ფერმერებს მანდარინის ჩაბარება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ნარინჯისფერი რთველი“ დაწყებულია. ფერმერებს თავისუფლად შეუძლიათ ჩააბარონ თავიანთი პროდუქცია, აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ვეხმარებით ფერმერებს არასტანდარტული მანდარინის ჩაბარებაში, 15 თეთრს უნაზღაურებს აჭარის მთავრობა. 15 თეთრს აანაზღაურებს აჭარის მთავრობა, 5 თეთრს გადაიხდის საწარმო.

 

20-ზე მეტი საწარმოა, რომელიც მანდარინს იბარებს, ამზადებს მას საექსპორტოდ და ეს პროცესი არის სრულად გამართული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად შეუფერხებლად შეუძლიათ ფერმერებს მანდარინის ჩაბარება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner