logo_geo
eng_logo
მევლუთ ჩავუშოღლუ: ვფიქრობ, გაზაფხულამდე გვექნება მკაფიო სურათი ცეცხლის შეწყვეტის, ზავის ან მოლაპარაკების შესახებ
- +

3 დეკემბერი. 2022. 23:16

 

 

„ვფიქრობ, გაზაფხულამდე გვექნება მკაფიო სურათი ცეცხლის შეწყვეტის, ზავის ან მოლაპარაკების შესახებ“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

 

მევლუთ ჩავუშოღლუ, უფრო მკაფიო ნაბიჯებს ელოდება, რაც მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნებს.

 

მისი თქმით,  ცხოვრება რთულდება, განსაკუთრებით უკრაინელებისთვის და ჩვენთვის.

 

„ანკარა უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის უფრო ნათელ სურათს ელოდება ან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას 2023 წლის გაზაფხულამდე. ვფიქრობ, ჩვენ, ასევე, უნდა დავარწმუნოთ ზოგიერთი დასავლელი მოკავშირე, რომ ახლავე დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან.

 

უკრაინა წინ მიიწევს, იბრუნებს ზოგიერთ ოკუპირებულ ტერიტორიას, თუმცა სანაცვლოდ რუსეთი მიზანმიმართულად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ ცხოვრება რთულდება, განსაკუთრებით უკრაინელებისა და ჩვენთვის. ვფიქრობ, გაზაფხულამდე გვექნება მკაფიო სურათი ცეცხლის შეწყვეტის, ზავის ან მოლაპარაკების შესახებ. თურქეთი ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს“, - აცხადებს  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner