logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგია: კონკურენცია ძალიან დიდია და ამიტომ ჩვენ ფერმერებს უნდა დავეხმაროთ, რომ მათ იზრუნონ ხარისხზე, დანერგონ თანამედროვე სტანდარტები, რომ ევროკავშირის ბაზარზე უფრო მეტი წვდომა ჰქონდეთ
- +

3 დეკემბერი. 2022. 23:22

 

 

„კონკურენცია ძალიან დიდია და ამიტომ ჩვენ ფერმერებს უნდა დავეხმაროთ, რომ მათ იზრუნონ ხარისხზე, დანერგონ თანამედროვე სტანდარტები, რომ ევროკავშირის ბაზარზე უფრო მეტი წვდომა ჰქონდეთ“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„დაახლოებით 270 რეგულაცია გვაქვს დასაახლოებელი სურსათის უვნებლობის მიმართულებით ევროკავშირის რეგულაციებთან, აქედან 170 უკვე მიღებული გვაქვს, ამ პროცესს გეგმის მიხედვით მივყვებით. ჩვენი მიზანია, რომ ყველა ის ვალდებულება, რომელიც აღებული გვაქვს ბოლომდე შევასრულოთ. ამაში გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორები, გვეხმარება ევროკავშირი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner