უკრაინაში, ბახმუტთან ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
„დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის სამძიმრის წერილში.