„რუსეთმა უკრაინიდან სულ მცირე, 1 მლრდ აშშ დოლარის უკრაინული მარცვლეული მოიპარა“, - ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg NASA-ს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე ცნობით, უკრაინამ დაკარგა, როგორც მინიმუმ, 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ხორბალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მოიკრიფა
კვლევის მიხედვით, ხორბლის თითქმის 6 მილიონი ტონა აღებული იყო უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშემოდგომო კულტურების მოსავლის თითქმის 88% აღებულ იქნა, ხოლო აუღებელი ხორბლის უდიდესი ნაწილი ფრონტის ხაზის გასწვრივ დარჩა“, - წერს Bloomberg.
კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსული გემები მოპარული უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ახორციელებენ რიგ ქვეყნებში, მათ შორის ლიბიასა და ირანში. თუმცა, ძნელია გადაზიდვების მოცულობის შეფასება, რადგან გამგზავნები მალავენ ტვირთის წარმოშობას
ამავდროულად, რუსეთი უარყოფს მარცვლეულის ქურდობას.
გამოცემის თანახმად, ამ მომენტისთვის გაუგებარია რა მოუვიდა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღებულ უკრაინულ მარცვლეულს.
„NASA-ს გუნდმა დაითვალა, რომ წელს უკრაინაში ფერმერებმა ხორბლის 26.6 მილიონი ტონა აიღეს, რაც რამდენიმე მილიონი ტონით აღემატება ძირითად პროგნოზებს“, - წერს გამოცემა.