უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა, - ამის შესახებ მან საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა .
„დონეცკის რეგიონი - ბახმუტი, სოლედარი - ახლა, როგორც ადრე, ყველაზე ცხელი, ყველაზე მტკივნეული წერტილებია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს ბიჭებს ამ მიმართულებით. ჩვენი გმირები, რომლებიც იქ იცავენ ტერიტორიას, ყველა, ვინც იქ იმყოფება იმსახურებს უმაღლეს მადლიერებას. ლუგანსკისა და ხარკოვის რაიონები - ვაძლიერებთ ჩვენ ძალებს.
სამხრეთი - ვაგრძელებთ ოკუპანტების შესაძლებლობების დაქვეითებას. საზღვარი - ვამაგრებთ მთელ პერიმეტრს. შავი ზღვის ტერიტორია - ვმუშაობთ ისე, რომ საბოლოო ჯამში კალიბრის რაკეტები მხოლოდ წყლის ფსკერზე იყვნენ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.