logo_geo
eng_logo
ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე ზედა ზღვარი დაამტკიცა
- +

4 დეკემბერი. 2022. 10:00

 

 

ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე 60 აშშ დოლარის ოდენობის ზედა ზღვარი დაამტკიცა, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

ევროკავშირის საბჭოს თანახმად, აღნიშნული ზომა ძალაში 5 დეკემბრიდან შევა.

 

„რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვა შეზღუდავს ფასების ცვალებადობას, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული საბაზრო პირობებით და მკვეთრად შეამცირებს შემოსავალს, რომელსაც რუსეთი ნავთობის გაყიდვისგან იღებდა უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიული ომის გაჩაღების შემდეგ. ეს ასევე ხელს შეუწყობს ენერგორესურსებზე მსოფლიო ფასების სტაბილიზებას და მესამე ქვეყნების ენერგომომარაგებისთვის ნეგატიური შედეგების შემსუბუქებას“, - წერია განცხადებაში.

 

ზედა ზღვარი შესაძლოა, დროდადრო გადაიხედოს, რათა საბაზრო ვითარებას მოერგოს, მაგრამ დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე აწესებს 90-დღიან გადასვლით პერიოდს, ფასის ზედა ზღვარის ყოველი ცვლილების შემდეგ, რათა ყველა ოპერატორის მიერ ზედა ფასის თანმიმდევრული გამოყენება უზრუნველყოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner