უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სიტყვებს ეხმაურება. მაკრონის განცხადების შემდეგ, რომ რუსეთს მომავალი მოლაპარაკებების დროს „უსაფრთხოების გარანტიები“ სჭირდება, არახამიამ წამოაყენა პირობები შესაძლო მოლაპარაკებების დასაწყებად.
მისი თქმით, უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიები. თუმცა, ამისთვის რუსეთმა ოთხი პირობა უნდა შეასრულოს.
ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და უსაფრთხოების გარანტიებზე ვისაუბროთ“, - წერს არახამია.