logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: ბოღმა-ნაცპუტინისტები ვერ იტანენ, კრუნჩხვა ემართებათ, როცა ესმით, თბილისი მშვიდობის ქალაქიაო
- +

4 დეკემბერი. 2022. 13:48

 

 

„ომი და  ნაცპუტინისტები! ო, როგორ სურს ჩრდილოეთის არმიას, ჯარისკაცებს და მამაკაცებს საქართველოში შემოჭრა?! ქალების გაუპატიურება,  კაცებიც მიაჩვიესო, მოხუცების წამება, ქართველი ბავშვების სადისტური გატაცება და დაჩეხვა! უკრაინის ბუჩაზე უარესი სისხლიანი ჯოჯოხეთის მოწყობა სადმე პატარა ქალაქში“, - ამის შესახებ რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს.

 

„ომი და ნაცპუტინისტები!

ო, როგორ სურს ჩრდილოეთის არმიას, ჯარისკაცებს და მამაკაცებს საქართველოში შემოჭრა?!

ქალების გაუპატიურება,

კაცებიც მიაჩვიესო,

მოხუცების წამება,

ქართველი ბავშვების სადისტური გატაცება და დაჩეხვა!

უკრაინის ბუჩაზე უარესი სისხლიანი ჯოჯოხეთის მოწყობა სადმე პატარა ქალაქში,

თუნდაც  სამტრედიაში (არ გეწყინოთ, სამტრედიელი ვარ!)

დაბომბვა დიდი ქალაქებისა,

ელექტროსადგურების განადგურება,

თუ საჭიროა,

ენგურჰესსაც ააფეთქებენ -

და რა ეშველება დასავლეთ საქართველოს?!

სვეტიცხოველს გაგინადგურებენ,

მამადავითს გადაგვიწვავენ -

აღა-მაჰმად-ჰანი მოგენატრება!

უცხოურ მანქანებსაც გაგინადგურებენ,

ხოლო საუკეთესოს - ჩრდილოეთში დაქცეულ ოჯახებს ფოსტით გაუგზავნიან!

ფულს,

გადამალულ ოქრო-ვერცხლს,

მოპარულ პატიოსან ქვებს

აგაცლიან შვილების წამების შიშით!

თანაც გაიძულებენ, პურ-მარილი გაუშალო - о, как мы любим грузинское застолье !

და რაც მთავარია - ხინკალი,

თუ მასალა არ გაქვს,

მამიდას მაინც დაგაკვლევინებენ!

…ეს ჩვენი პუტინისტი ნაცები კი,

ამაზე რომ ოცნებობენ,

ამ დროს უცხოეთში ნაყიდ სახლებში გამოათრობენ თავის ლობისტებს!

პროპო-განდონისტები -

თუნდაც ინგა გრიგოლია -

სამტრედიელი მარგარიტა სიმონიანი,

დიდი ხანია რომ უცდის საქართველოს განადგურებას და

მოხდენილ ჩრდილოეთის მაჩოებს,

ტელესივრცეს უფრო ააყროლებს!

ერთი კარგ საქმეს კი იზამენ -

ვითომდა ძალზე ავადმყოფ არაქართველ პრეზიდენტს -

რომ ჰგონია, გაამეფებენ,

ორი ბურთულით, რასაკვირველია, თუ შერჩა, ჩამოჰკიდებენ!

ასე არ დაჰპირდა მისი რეზიდენტი?!

ხოლო დედა კაბირიას,

მოკლე კაბებს პარიზის მოდელივით ყოველ დღე რომ იცვლის,

ერთ ნაცნობ მდიდარი თურქს ჰარამხანაში მზარეულად გადაუგზავნიან!

და  ამ დროს

ეს ბოღმა-ნაცპუტინისტები

ვერ იტანენ, კრუნჩხვა ემართებათ,

როცა ესმით:

„თ ბ ი ლ ი ს ი  -  მ შ ვ ი დ ო ბ ი ს ქ ა ლ ა ქ ი ა ო!“

ვაშა გურულებს!

მთავარი სადღეგრძელო  მუდამ მ შ ვ ი დ ო ბ ა ს  უძღვნიან!

მაგრამ ამ სულით ავადმყოფებს და ბუბნაობით რწყევამდე მისულ დაგირჩ-დაბოლილებს აღარაფერი არ ეშველებათ!!!

ამ დროს კი ჯუსტ მარრიედ ამერიკელი დეიდა ციგურებზე სრიალებს

თავისი არც ისე ლამაზ,

მაგრამ უგონოდ შეყვარებულ

ქართველ ქალთან

როკფელერ ცენტრის საშობაო ყინულზე, ნიუ-იორკში!

და გიჟდება, რომ საქართველო მიანგრია!

ვაშა ვაშაძეებს!

ვაშა მელიებს, ტურიებს და კუებს!

ნუთუ ახდება დიდი  ანას  სიტყვები:

„სხვა საქართველო სად(ღ)აა..!“ - წერს რობერტ სტურუა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner