logo_geo
eng_logo
ეროვნული არქივი აღდგენილი ქართული კინოს რეტროსპექტივას მასპინძლობს
- +

4 დეკემბერი. 2022. 20:04

 

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში 1920-30-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივა მიმდინარეობს.

„მაყურებელი დღეს მიხეილ ჭიაურელის „ხაბარდას“ (1930) და ლეო ესაკიას „ამერიკანკას“ (1930) იხილავს. რეტროსპექტივა 2 დეკემბერს რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას ფილმით „ვინ არის დამნაშავე?“ („უაილდ ვესტის მხედარი“) (1925 წელი) გაიხსნა. 4 კვირის განმავლობაში ნაჩვენები იქნება ქართული მხატვრული ფილმები, რომლებიც საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალი ხარისხით გაციფრულდა და რესტავრაცია ჩაუტარდა.

ფილმებს შორისაა: „ელისო“, „სურამის ციხე“, „ბელა“, „ქაჯეთი“, „ღრუბელთა თავშესაფარი“, „ამოკი“, „გოგი რატიანი“, „კომუნარის ჩიბუხი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „კრაზანა“, „დაკარგული სამოთხე“, „ბუბა“, „უჟმური“, - აცხადებენ არქივში.

მათივე განცხადებით, რეტროსპექტივა 25 დეკემბერს, 17:00 საათზე, ალექსანდრე წუწუნავას ფილმით „ჯანყი გურიაში“ (1928) დაიხურება. კინოჩვენებისას ცოცხლად შესრულდება კომპოზიტორ ვაჟა მარის მიერ სპეციალურად ამ ფილმისთვის შექმნილი ელექტრონული მუსიკა.

კინოჩვენებების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner