რა მორალზეა საუბარი, როდესაც მოშიმშილე ადამიანს მოუწოდებდნენ შიმშილობა არ შეეწყვიტა. პირიქით, ამბობდნენ, რომ შიმშილობის შეწყვეტა იქნებოდა პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ „იმედის კვირასთან“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის თანამოაზრეები მის ჯანმრთელობას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ.
„მოშიმშილეს ეუბნები - შიმშილობა გააგრძელე და არ გაბედო შეწყვეტა. ეს ხომ ყოველგვარ მორალურ და ეთიკურ პრინციპს ეწინააღმდეგება. რატომ? იმიტომ რომ სჭირდებოდათ მისი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, იმისთვის, რომ საკუთარი ვიწროპარტიული და მერკანტილური ამოცანები განეხორციელებინათ“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.