logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: რა მორალზეა საუბარი, როდესაც მოშიმშილე ადამიანს მოუწოდებდნენ შიმშილობა არ შეეწყვიტა. პირიქით, ამბობდნენ, რომ შიმშილობის შეწყვეტა სააკაშვილისთის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
- +

4 დეკემბერი. 2022. 20:34

 

რა მორალზეა საუბარი, როდესაც მოშიმშილე ადამიანს მოუწოდებდნენ შიმშილობა არ შეეწყვიტა. პირიქით, ამბობდნენ, რომ შიმშილობის შეწყვეტა იქნებოდა პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ „იმედის კვირასთან“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის თანამოაზრეები მის ჯანმრთელობას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ.

მოშიმშილეს ეუბნები - შიმშილობა გააგრძელე და არ გაბედო შეწყვეტა. ეს ხომ ყოველგვარ მორალურ და ეთიკურ პრინციპს ეწინააღმდეგება. რატომ? იმიტომ რომ სჭირდებოდათ მისი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, იმისთვის, რომ საკუთარი ვიწროპარტიული და მერკანტილური ამოცანები განეხორციელებინათ“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner