logo_geo
eng_logo
დეკანოზი ანდრია: რაც ამ წლების განმავლობაში მოგვისმენია ნეგატივი, ყველაფერი 24 საათში მოგვასმენინეს. მთელი რესურსი იყო მობილიზებული, ვნახეთ ფროიდისეული წამოცდენები, რომ ეკლესია არის ყველაზე დიდი ბოროტება ქვეყანაში
- +

4 დეკემბერი. 2022. 21:16

 

ამდენი ნეგატივი იღვრებოდეს ეკლესიაზე და ეს არ ქმნიდეს პრობლემას, შეუძლებელია. სახალხო დამცველმა თქვა, რომ საშიშროებას შეიცავს მამა ანდრიას განცხადება და არც ერთხელ არ უთქვამს მას, რომ საშიშროებას შეიცავს სასულიერო პირების ცილისწამება, - ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

იგი ბოლო პერიოდში საპატრიარქოსთან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა. კერძოდ, დეკანოზმა ისაუბრა, თუ როგორი გამოხმაურება მოჰყვა მის განცხადებას სოციალურ ქსელში საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ.

მისივე თქმით, რადიკალები განსაკუთრებით პოსტის იმ ნაწილმა გააღიზიანა, სადაც ანდრია ჯაღმაიძე წერს, რომ საზოგადოებაში ღვარძლის დათესვას, რომელსაც ოპოზიციური მედია ცალკეულ თეოლოგებთან ერთად საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მისამართით წლებია არ წყვეტს, ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს.

სწორედ ამისი თქმა მინდოდა პოსტში. მე რაც დავწერე, ზუსტად ეს გაამართლეს იმ 24-საათიან კამპანიაში, სადაც ყველა რესურსი ჩართეს და რაც ამ წლების განმავლობაში მოგვისმენია ნეგატივი, იმ 24 საათში მოგვასმენინეს ყველაფერი. სრულად გაამართლეს. ჩაერთნენ იქ პოლიტიკოსები, მედია, სოციალური ქსელები, მთელი რესურსი იყო მობილიზებული და რა ვნახეთ? - ასეთი, ფროიდისეული წამოცდენები, რომ ეკლესია არის ყველაზე დიდი ბოროტება ქვეყანაში, ეს ბოროტება უნდა დასუსტდეს, გადავბუგოთ საპატრიარქო!

არ შეიძლება, ამდენი ნეგატივის იღვრებოდეს და ეს ჩვენ არ დაგვიბრუნდეს; ამდენი ნეგატივი იღვრებოდეს ეკლესიაზე და ეს არ ქმნიდეს პრობლემას, შეუძლებელია. სახალხო დამცველმა თქვა, რომ საშიშროებას შეიცავს მამა ანდრიას განცხადება და არც ერთხელ არ უთქვამს მას, რომ საშიშროებას შეიცავს სასულიერო პირების ცილისწამება, რაც ამ წლების განმავლობაში მომდინარეობს“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ.

საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც, რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია.

დედათა მონასტერში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა.

ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და მონაზონზე სექსუალური ძალადობის ფაქტის გამო სამართალდამცავებმა ორი ბრალდებული დააკავეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner