მიხეილ სააკაშვილი ხელს უწყობს იმას, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდეს და შემდეგ ეს სპეკულაციის საგანი გახდეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ „იმედის კვირასთან საუბრისას განაცხადა. დეპუტატის მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დიაგნოზები სპეციალისტების მიერ, და არა გარედან შეძახილებით უნდა დაისვას.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს და სამწუხაროა, როცა მიხეილ სააკაშვილი თვითონ ხდება ამ პიარკამპანიის მონაწილეც და მსხვერპლიც. იმიტომ რომ სწორ დიაგნოზს, სწორ დანიშნულებას შემდეგ სჭირდება შესრულება და დაცვა. მიხეილ სააკაშვილი ხელს უწყობს იას, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდეს და შემდეგ ეს სპეკულაციის საგანი გახდეს. ეს აწყობს მასაც და მის პოლიტიკურ მეგობრებსაც“, - მიიჩნევს ხუნდაძე.