ბიძინა გიორგობიანი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ჯგუფად დაიშლება. ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ამ პარტიის ლიდერმა ვერ შეასრულა ტერმინატორის ფუნქცია და გადამწვარი ტერმინატორის პოზაშია უკვე ფაქტობრივად. ეს გადამწვარი ტერმინატორი აღარაფერს ითხოვს, გარდა იმისა, რომ წავიდეს სადმე და თავს უშველოს. პარტიამ დაიწყო ჩამოშლა, რაც დასრულდება კიდევაც და ჩემი ვარაუდით რამდენიმე ჯგუფად დაიყოფა“, - მიიჩნევს გიორგობიანი.
,მისი თქმით, ეს ჯგუფები პარტიაში უკვე იბრძვიან გავლენისთვის და ფინანსური რესურსებისთვის.