logo_geo
eng_logo
გიორგი ცხვიტავა: სამწუხაროდ, უკვე 33 მებრძოლი დაკარგა საქართველომ. საქართველო იხდის ძალიან მაღალ ფასს თავისუფლებისთვის და მისი შვილები განაგრძობენ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკრაინაში
- +

4 დეკემბერი. 2022. 22:29

 

სამწუხაროდ, უკვე 33 მებრძოლი დაკარგა საქართველომ. საქართველო იხდის ძალიან მაღალ ფასს თავისუფლებისთვის და მისი შვილები უნიფორმებში განაგრძობენ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკრაინაში, - ამის შესახებ სამხედრო მიმომხილველმა გიორგი ცხვიტავამ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება უშუალოდ ბახმუტთან ბრძოლას, მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელი წერტილი ამჟამად ბახმუტია, რადგანაც ეს არის დონეცკის ოლქის შემადგენელი ნაწილი. ქალაქი არის ძალიან მნიშვნელოვან, საკვანძო სარკინიგზო ხაზთან და სწორედ მისი გავლით ხდება დაკავშირება ლისიჩანსკთან, სევეროდონეცკთან, სევერსკთან, სლავიანსკთან, კრამატორსკთან და კონსტანტინოვკასთან. სევერსკი და კონსტანტინოვკა არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთები იმ თვალსაზრისით, რომ მომარაგებისთვის ძირითადი სახმელეთო გზა არის უკრაინისთვის. რაც შეეხება იმას თუ რა იქნება ბახმუტის დაცემის შემთხვევაში, ცხადია, რუსეთს ექნება გზა კრამატორსკისკენ და იქ დატრიალდება საშინელება“, - აღნიშნა ცხვიტავამ.

3 დეკემბერს უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას მათი თანამებრძოლები ავრცელებენ. უკრაინაში საქართველოს საელჩო დეტალებს არკვევს. გავრცელებული ინფორმაციით, 5-ვე ქართველი ბახმუტთან რუსეთის მხრიდან საარტილერიო იერიშს შეეწირა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner