logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მთელი გულით, სულით, დაღუპული მეომრების ოჯახების წევრებთან ვართ, ვინც გლოვობს. რა საკვირველია, პირადად მეც ვუსამძიმრებ მათ
- +

4 დეკემბერი. 2022. 23:34

 

ადამიანები, ვინც ამ ბრალდებებს წარმოთქვამენ, ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები და სამოქალაქო პირების ბრძოლის ველზე მიატოვე და დიდი რაოდენობით ის ადამიანები, ვინც იმ რეზოლუციაზე ხელმოწერას ამართლებდა, რომელშიც საქართველო დადანაშაულებული იყო საომარი მოქმედებების დაწყებაში, - ასე უპასუხა გიორგი ვოლსკიმ ოპონენტების ბრალდებას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და ახლობლებს არ მიუსამძიმრეს.

ამ თემაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ გულწრფელად, უამრავი ადამიანი განიცდის. არ მეგულება არავინ - არც ხელისუფლებაში, არც მის მხარდამჭერებში, ვინც [არ განიცდის]. მთელი გულით, სულით, იმ ხალხთან, ოჯახის წევრებთან ვართ, ვინც გლოვობს. რა საკვირველია, პირადად მეც ვუსამძიმრებ [მათ]. ამ გლოვის ფონზე, ცხედრის გარშემო მგლოვიარე ხალხი უყურებს ამ სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციას რაც მე პირადად, ჩემს მეგობრებსაც, გუნდის წევრებსაც, რაღაცნაირად მბოჭავს, რომ გავაგრძელო ამ თემაზე ლაპარაკი და პოლიტიკურ ასპექტში დავუპირისპირდე მეორე მხარეს, რომელიც უზნეოდ იქცევა. ვერ ვიტყვი, რომ იქ გულწრფელი გლოვა არ არის, მაგრამ რეალურად ,ხომ ვხედავთ, რომ ამ თემის პოლიტიკური რაკურსით წამოწევა დღის წესრიგიდან არ იხსნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

3 დეკემბერს უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას მათი თანამებრძოლები ავრცელებენ. უკრაინაში საქართველოს საელჩო დეტალებს არკვევს. გავრცელებული ინფორმაციით, 5-ვე ქართველი ბახმუტთან რუსეთის მხრიდან საარტილერიო იერიშს შეეწირა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner