ამ ეტაპზე ვსაუბრობთ იმ სამწუხარო რეალობაზე, როდესაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ექაჩება ამ ქვეყანას, რომ როგორმე გადაიჩეხოს ამ ვითარებაში, რომელსაც ომის ცეცხლი ჰქვია. იქნება თუ არა ეს წარმატებული? მე მგონი, ვერ იქნება, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდ ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყნის კანონმდებლობის ნაწილი საქართველოს ინტერესთან შესაბამისობაში მოიყვანოს, რასაც 12 რეკომენდაცია ითვალისწინებს.
„კანდიდატობა სერიოზულ დარტყმას მიაყენებს იმ საპირწონე პოლიტიკურ ძალას, რომელიც, მათ შორის ამ ხალხის მხარდაჭერით, გვიპირისპირდება. კანდიდატობის სტატუსი მოცემა საქართველოსთვის ხომ ფაქტობრივად დაამთავრებს ყველანაირ სპეკულაციას და კიდევ უფრო დააკნინებს რადიკალურ ოპოზიციას. საერთოდ გააქრობს პოლიტიკური სივრციდან“, - განაცხადა ვოლსკიმ.