დღეს თუ გაურკვევლობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების პოზიციით, ჩვენი ქვეყანა გადარჩება და ამ გადარჩენის ერთ-ერთი სერიოზული შემოქმედი იქნება სწორედ ხელისუფლების ის პოლიტიკა, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მათაც უპასუხა, ვინც „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან კავშირში ადანაშაულებს.
„ვინც ამბობს, რომ „ოცნება“ ლოიალურად არის განწყობილი რუსეთისადმი, ის არის არაგულწრფელი, რბილად რომ ვთქვათ. იმიტომ რომ თვალწინ აქვთ ჩვენი მოგებული სასამართლო რუსეთთან, ჩვენ მიერ პოლიტიკური პოზიცია, რომელიც არ არის მხოლოდ განცხადებები - თუნდაც ჰააგის ტრიბუნალისადმი მიმართვა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით. ამას უკვე ახალგაზრდები იგებენ, რომელთა გონების დაბინდვაზე მიმდინარეობს მთელი მუშაობა, რომ როგორმე გარეთ გამოიყვანონ“, - განაცხადა ვოლსკიმ.