logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: თანაზიარი ვართ იმ მწუხარების, რომელსაც განიცდიან უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, ნათესავები და სრულიად საქართველო
- +

5 დეკემბერი. 2022. 11:15

 

 

 

თანაზიარი ვართ იმ მწუხარების, რომელსაც განიცდიან უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, ნათესავები და სრულიად საქართველო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

 

„მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო უკრაინაში ჩვენი თანამემამულეების დაღუპვასთან დაკავშირებით. თითოეული ადამიანის დაღუპვა არის ჩვენთვის უდიდესი ტრაგედია და ამ მძიმე ჟამს ჩვენ თანაზიარი ვართ იმ მწუხარების, რომელსაც განიცდიან მათი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, ნათესავები და სრულიად საქართველო“, - აღნიშნა მიქანაძემ.

 

უკრაინაში კიდევ ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner