logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი და დანაკლისი
- +

5 დეკემბერი. 2022. 14:26

 

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა.

 

„პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და ნათესავებს. აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი და დანაკლისი. უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, რაც ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არის ტრაგედია. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

უკრაინაში კიდევ ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner