ავტორი თეონა რამაზაშვილი
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება.
ამის შესახებ ექსკლუზიურად „რეპორტიორთან" ბლოკ „დავით თარხან მოურავი-ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის" აჭარის შტაბის უფროსმა დავით ქარსივაძემ განაცხადა.
„დავით თარხან- მოურავი აჭარაში „პატრიოტთა ალიანსის" აქტივს ხვდება და სწორედ ხვალ გადაწყდება თუ როდის იქნება უზენაესი საბჭოს სიისა და პარლამენტის სიის ოფიციალური წარდგენა."- განაცხადა „რეპორტიორთან" საუბარში დავით ქარსივაძემ.