logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, საქართველოში გადმოეტანათ მეორე ფრონტი, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად, ეს ყოველივე თავიდან ავიცილეთ
- +

5 დეკემბერი. 2022. 14:44

 

 

„მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, საქართველოში გადმოეტანათ მეორე ფრონტი, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად, ეს ყოველივე  თავიდან ავიცილეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, საქართველოს პოლიგონად გადააქცევდნენ.

 

„მე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, რომ საქართველოში გადმოეტანათ მეორე ფრონტი, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად, ეს ყოველივე იქნა თავიდან აცილებული. წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანები იყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ოპოზიციაში არიან და იქიდან ცდილობენ ომის დაწყებას და მეორე ფრონტის გახსნას. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ადამიანები დღეს ხელისუფლებაში იყვნენ, საქართველოს გადააქცევდნენ პოლიგონად. ვინმეს ეჭვი ეპარება თუ არ გაუკეთებიათ მანამდე?! საკუთარი ნებით, გადაწყვეტილებით ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიის 20%, კოდორის ხეობა, ასეულობით სოფელი და ჩვენი ასეულობით გმირი ჯარისკაცი შეეწირა ამ ომებს და მათ ამ გაუთვლელ ნაბიჯებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner