logo_geo
eng_logo
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის თანახმად კიდევ უფრო მეტად დაფასდება მეზღვაურების საქმიანობა
- +

5 დეკემბერი. 2022. 15:39

 

 

„მეზღვაურებისთვის გვაქვს, ასევე, ძალიან კარგი ინიციატივა და ბატონი ლევანის უწყებამ მოამზადა აღნიშნული კანონპროექტი. მეზღვაურების საქმიანობა არის მხარდაჭერილი მთავრობის მიერ, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი რეფორმა განვახორციელეთ მათთვის და ჩვენ ახლაც, დღევანდელი ინიციატივით კიდევ უფრო მეტად დავაფასებთ და გავუმარტივებთ მათ საქმიანობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს მიერ გაცემულ საბუთებს მეზღვაურები გამოიყენებენ 73 საზღვაო სახელმწიფოში, მათ შორის, 20 ევროკავშირის წევრი ქვეყანა აღიარებს საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურთა სერტიფიკატებს.

 

„აქვე მინდა შევახსენო ყველას, რომ საქართველოს მიერ გაცემულ საბუთებს მეზღვაურები გამოიყენებენ 73 საზღვაო სახელმწიფოში, მათ შორის, 20 ევროკავშირის წევრი ქვეყანა აღიარებს საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურთა სერტიფიკატებს და მათ საბუთებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner