logo_geo
eng_logo
მედია: რუსეთის ორ სამხედრო აეროდრომზე აფეთქება მოხდა
- +

5 დეკემბერი. 2022. 19:19

 

რუსეთის ორ სამხედრო აეროდრომზე აფეთქება მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ და უკრაინულ მედიაში გავრცელდა.

რუსულ და უკრაინულ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული კადრების მიხედვით, სარატოვის ოლქში „ენგელსი 2“-ის აეროდრომზე დრონებით თავდასხმა მოხდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთი ავიაბაზას უკრაინაზე სარაკეტო დარტყმისთვის იყენებს.

„დრონმა დააზიანა ორი ტუ-95 ტიპის თვითმფრინავი [სტრატეგიული ბომბდამშენი]. ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - დასძინა გერაშჩენკომ.

კადრების მიხედვით, აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 06:03 საათზე მოხდა.

სარატოვის რეგიონის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ „ქალაქის საცხოვრებელ უბანში არავითარი განსაკუთრებული მოვლენა არ მომხდარა. შეშფოთების მიზეზი არ არის. არანაირი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა“.

რუსული მედიის ცნობით, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ქალაქ რიაზანის მახლობლად მდებარე აეროდრომზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner