logo_geo
eng_logo
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სამხედრო აეროდრომებზე უკრაინის თავდასხმის შედეგად, სამი რუსი სამხედრო დაიღუპა
- +

6 დეკემბერი. 2022. 00:14

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სარატოვისა და რიაზანის ოლქებში სამხედრო აეროდრომებზე უკრაინის თავდასხმის შედეგად, სამი რუსი სამხედრო დაიღუპა.

„5 დეკემბერს დილით, უკრაინა შეეცადა, საბჭოთა წარმოების რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით დარტყმა განეხორციელებინა რიაზანის ოლქში მდებარე დიაგილევოსა და სარატოვის ოლქში მდებარე ენგელსის სამხედრო აეროდრომებზე“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად სამი სამხედრო დაიღუპა, ხოლო კიდევ ოთხი - დაშავდა.

„აეროდრომებზე რეაქტიული დრონების ფრაგმენტების დაცემისა და აფეთქების შედეგად, ორი თვითმფრინავის კორპუსი მსუბუქად დაზიანდა“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner