„რესპუბლიკური პარტიის" წევრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:
„ამ თემაზე უკანასკნელად ვწერ, ვისაც უნდა გაიგებს.
ამორალური, უზნეო და სამარცხვინოა შვილებზე ტყუილები.
არც ერთი დღე და საათი ჩემს არც ერთ შვილს უცხოეთში არ უსწავლია. რომ სწავლობდნენ არც ეს იქნებოდა პრობლემა, მაგრამ არ სწავლობენ. გიგა 162 საჯარო სკოლაშია, სანდრო "ქორალში".
მე მეკამათეთ, მაჯობეთ, შეეცადეთ იმაზე მეტი იშრომოთ ვიდრე მე, მეტი ინიციატივა გქონდეთ ვიდრე მე, მეტი გააკეთოთ ვიდრე მე, მეტად გამბედავები იყოთ ვიდრე მე, მეტი ისწავლეთ, მეტი გაიგეთ, მეტი იბრძოლეთ.
მხოლოდ გამიხარდება!
სამწუხაროდ არ შეიგიძლიათ, მხოლოდ ჭორაობა შეგიძლიათ.
სამარცხვინოები ხართ!
ძილი ნებისა!"- წერს ხიდაშელი.