logo_geo
eng_logo
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროექტის ფარგლებში მშენებლობა კიდევ 3 მისამართზე დაიწყება
- +

6 დეკემბერი. 2022. 11:33

 

 

სახელმწიფო პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში დამატებით 3 მისამართზე ახალი კომპლექსი აშენდება და ბინა ავარიულ სახლებში მცხოვრებ 688 ოჯახს გადაეცემა. ბინები ჩაბარდება სრული რემონტით. კომპლექსის საერთო სამშენებლო ფართი 53 ათას კვ. მეტრს მოიცავს, სადაც საცხოვრებელი შენობების გარდა განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედნები და ტრენაჟორები, მოეწყობა მწვანე სივრცეები, საპარკე ინვენტარი, განათება და სანიაღვრე სისტემები.

 

ბათუმის მერიამ შესაბამისი სამშენებლო ტენდერი უკვე გამოაცხადა შემდეგ 3 მისამართზე: კახაბრის N30, ხიმშიაშვილის N94-96, ე.წ. „შანხაის დასახლება“ -ა. ჩხაიძის ქ. №7-ში საცხოვრებელ კომპლექსში გათვალისწინებულია კომერციული ფართების მოწყობა, რომელიც მერიის ბალანსზე იქნება.

 

ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას. ბათუმში 3000-ზე მეტი ოჯახი ავარიულ პირობებში ცხოვრობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ყველა ოჯახი, ეტაპობრივად უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო საცხოვრისით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner