logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: ეს ის სამარცხვინო კომკავშირელია, უტიფრად რომ ამტკიცებდა მატარებელი გვირაბში არ ეტევაო...
- +

27 აგვისტო. 2016. 01:28


საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაჩი  ცაგურია თბილისის მერის დავით ნარმანიას წინააღმდეგ შეკრებილ აქტივისტებს შორის ერთ-ერთს გამოყოფს, რომელიც მერს საკრებულოში პლასტმასის ნაჯახით ადხვდა.


„ეს ის სამარცხვინო კომკავშირელია ვაშაძემ სიცრუის გავრცელების გამო რომ გააგდო პარტიიდან, უტიფრად რომ უმტკიცება ქვეყანას მატარებელი გვირაბში არ ეტევაო... ცრუ აფერისტი მატარებელი რომ ეტევა აი ეგაა"- წერს დაჩი ცაგურია.



თბილისის მერის, დავით ნარმანიას დედაქალაქის საკრებულოში შესვლას ხმაური მოჰყვა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ნარმანიას საკრებულოში ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჟურნალისტებს დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის დამფუძნებელ გივი კუბლაშვილად გაეცნო, პლასტმასის ნაჯახით დახვდა და მერს მიმართა, რომ ეს ნაჯახი მისი მერობის სიმბოლო იყო.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner