logo_geo
eng_logo
„ყოველთვის, როცა ერთმანეთს ნახულობენ, ტირიან“ - ცოლ-ქმარი 62 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დააშორეს
- +

27 აგვისტო. 2016. 01:33


ვოლფრამ გოთშალკი და მისი მეუღლე ანიტა 62 წელია ქორწინებაში იმყოფებიან და მთელი ეს წლები ერთად გაატარეს. ახლა კი, მათი ნების საწინააღმდეგოდ ცალ-ცალკე უწევთ ცხოვრება.


საქმე იმაშია, რომ 8 თვეა 83 წლის ვოლფი და 81 წლის ანიტა სარიში (ინგლისის სამხრეთი)სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ცხოვრობენ. წყვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეგულარურ დაკვირვებას საჭიროებს.


თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ცოლ-ქმარი სხვადასხვა სტაციონარში მოათავსეს.


კვირაში ერთხელ შვილებს ანიტა ქმართან მიჰყავთ. მათი შეხვედრები ძალიან ემოციურია, დამშვიდოებისას კი კი ორივე ტირის. ასე ხდება ყოველი შეხვედრისას.


ფოტო, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო, მათმა შვილიშვილმა ორი დღის წინ გამოაქვეყნა და ბებია-ბაბუის ერთ სტაციონარში მოსათავსებლად დახმარება ითხოვა.


ვოლფს დემენციისა და ლიმფომას დიაგნოზი დაუსვეს. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მისი შვილიშვილის თქმით, ის მუდმივად ფანჯარას გაჰყურებს და ცოლს ელოდება. თუმცა მისი მეხსიერება იმდენად ცუდ დღეშია, შესაძლოა მალე ანიტა ვეღარც იცნოს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner