სოფელ ხოვლეში კასპის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და ჯავრიშვილის ოფთალმოლოგიური კლინიკა „ოფთალმიჯის“ ინიციატივით, ადგილობრივებისთვის მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
მოსახლეობას კვალიფიციური ექიმების მიერ, თვალის წინა სკანის დათვალიერება, ტონომეტრია-წნევის გაკონტროლება, საკითხავი სათვალის შერჩევა და სხვა საჭირო კონსულტაციები ჩაუტარდა.
სამედიცინო კონსულტაციით ისარგებლეს საპენსიო ასაკის პაციენტებმაც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მათთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელი და კომფორტული იყო ადგილზე საჭირო კონსულტაციის მიღება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ 1996 წელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი ჯავრიშვილის მიერ დაფუძნდა. კლინიკა მუდმივად თანამშრომლობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მსგავსი ტიპის სამედიცინო შემოწმებებს ხშირად მართავს.