logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: მთელი ამ კამპანიის მიზანი არის ის, რომ საერთაშორისო პრესის ფურცლების აჭრელების შედეგად, საერთაშორისო საზოგადოებაში შეიქმნას სურათი, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო მოწამლული
- +

6 დეკემბერი. 2022. 21:09

 

ადვოკატმა გაავრცელა მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია, თუმცა შემდეგ თავად სააკაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო. რამდენიმე საათის შემდეგ ადვოკატი თავად მივიდა საავადმყოფოში, რომელიც აცხადებდა, რომ ვერ წარმოიდგენდა რომ სააკაშვილი ასეთი ტიპის განცხადებას გააკეთებდა. ბოლოში ვნახეთ, რომ ის თავად ამბობდა, რომ მას არასდროს უსაუბრია ამის შესახებ, - განაცხადა ისუტიციის მინისტმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას „ქრონიკასთან“.

შემდგომში გავრცელდა ინფორმაცია ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ. მთელი ამ კამპანიის მიზანი არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში, საერთაშორისო პრესის ფურცლებისა ჭრელების შედეგად შეიქმნას სურათი, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა ყოფილიყო მოწამლული. თუმცა, თავად ვიხილეთ ის, როცა მან თავად განაცხადა, რომ ამის შესახებ მას საუბარი არასოდეს ჰქონია. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანმა უწყებამ იმწამსვე მივმართეთ ექსპერტიზის ბიუროს და ვთხოვეთ, რომ ჩაეტარებინა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა, თუმცა შემდგომში მას მაინც ჩაუტარდა ეს ექსპერტიზა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ფარგლებში. თავიდან ბოლომდე ვხედავთ არათანმიმდევრულ სურათს. მთლიანი კამპანია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ ნაცნობი გზა. აქ არაფერია ახალი და უცნო, ამას საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს“, - აცხადებს ბრეგაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner