logo_geo
eng_logo
იუსტიციის მინისტრი: მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებში და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული
- +

6 დეკემბერი. 2022. 21:12

 

მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებში და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული. ამას ვამბობ, როგორც იუსტიციის მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია სასჯელის აღსრულებაზე. ჩვენ ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის შესაძლო გადავადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

"არსებობს კანონმდებლობით გაწერილი გზები. თუკი ვინმეს სურს, მიმართოს სასამართლოს, ბუნებრივია, ეს არის მისი უფლება. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, სასამართლომ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და მოსამართლემ უნდა იმსჯელოს ყველა ამ საკითხზე მტკიცებულებათა ერთობლიობით. თუმცა აქაც ვხედავთ მარტივ, იაფფასიან ხრიკებს - ისინი ყველა შესაძლო გზით, მათ შორის მედიასაშუალებების გამოყენებით, ცდილობენ, ზეწოლა განახორციელონ მოსამართლეზე. ისინი წინასწარ ეუბნებიან, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ცდილობენ, ქუჩაში დახვდნენ, სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელონ, რათა ადამიანს არ ჰქონდეს ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში მოსამართლეზე ზეწოლა დაუშვებელია. მეეჭვება, არსებობდეს რომელიმე ცივილიზებული სახელმწიფო, სადაც მედია თუ ოპოზიცია აძლევს თავს სასამართლოს​ საქმიანობაში ჩარევის უფლებას და ამ ყველაფერს ასაღებდეს ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებით. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვა, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებში და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული. ამას ვამბობ, როგორც იუსტიციის მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია სასჯელის აღსრულებაზე. ჩვენ ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში“, - აცხადებს მინისტრი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner