logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ ხარკოვის ოლქში მდებარე ჰოსპიტალში დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა
- +

6 დეკემბერი. 2022. 22:15

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის ოლქში მდებარე ჰოსპიტალში დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა. ინფორმაციას ამის შესაზხებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი სამხედრო მედიკოსებს შეხვდა, მათ უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა და სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

დიდი პატივია დღეს თქვენთან ყოფნა. მადლობა იმ გმირობისთვის, რომლითაც ჩვენს სახელმწიფოს, მის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი ხალხის თავისუფლებასა და სიცოცხლეს იცავთ. გისურვებთ სწრაფად გამოჯანმრთელებას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner