უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა დასავლეთისგან არა მხოლოდ ტანკებს, არამედ საბრძოლო თვითმფრინავებსაც მიიღებს.
„უკრაინის პარტნიორები ძალიან პრაგმატულები არიან და მკაფიოდ ესმით, რომ თუ რაიმე ახალ სისტემას მისცემენ [უკრაინას], უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საბრძოლო მასალა საწყობებში, რაკეტები, სარემონტო სისტემები, ინსტრუქტორები და გაწვრთნილი უკრაინელი ჯარისკაცები“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
რეზნიკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე იარაღის მიწოდება რთული პროცესია.
მინისტრმა განაცხადა, რომ მძიმე შეიარაღების გადაცემა არა მხოლოდ პოლიტიკურ ნებას, არამედ გარკვეულ ტექნოლოგიურ და ლოგისტიკურ ნიუანსებსაც მოითხოვს.