logo_geo
eng_logo
ნედ პრაისი: ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც მას თავის სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად სჭირდება - ეს თავდაცვითი იარაღია
- +

7 დეკემბერი. 2022. 00:40

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ მიუწოდებია უკრაინისათვის იარაღი, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიის შიგნით უნდა გამოიყენოს.

„ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც მას თავის სუვერენულ ტერიტორიაზე, უკრაინის მიწაზე გამოსაყენებლად სჭირდება, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუს აგრესორებს, რომლებმაც გადაკვეთეს საზღვარი“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს თავდაცვითი იარაღია“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner