logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ჩემთვის თანამდებობა არაფერია... რატომ?- შეხედეთ ფოტოს!
- +

27 აგვისტო. 2016. 02:56


„ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ჩემთვის თანამდებობა არაფერია. რატომ? შეხედეთ ამ ფოტოს, ამ წერილს და მიხვდებით. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ამ ორი ბუმბერაზის ზვიადისა და მერაბის ხელში გავიზარდე 15 წლის ასაკიდან და მათთან ჩამოყალიბდა ჩემი ცნობიერება."- აღნიშნავს ბრეგაძე.



ზვიად გამსახურდიას წერილი მერაბ კოსტავას


ძმაო მერაბ!


დიდად დამწყდა გული უარი რომ გითხრეს შვებულებაზე, თუმც ბევრი ხანი აღარ დაგრჩენია მანდ ყოფნისა და ღვთის იმედით ყოველივე კარგად წარიმართება. დედას ხშირად ვნახულობ. მე მგონი, გვარიანადა. აბა შენი იცი მერაბ, ძლიერ დაკვირვებით იყავი. საბას ნათქვამი გაიხსენე: "ფრთხილად იყავ, შინაც იყვეო". განსაკუთრებით გთხოვ, როდესაც ბოლო თვეები მოაწევს, უკიდურესად ფრთხილად იყავი, სასმელი არ გაიკარო, ყველა წვრილმანი გაიაზრე, ასჯერ გაზომე და ერთხელ გასჭერი. განსაკუთრებით გზაში.


მე არა მიშავს. ვმუშაობ თარგმანებზე, ღვთის მეტყველებაზე. თემაზე: "ვეფხისტყაოსანი და შუასაუკუნეთა კულტურა." "საღვთისმეტყველო კრებულში" ბევრი რამ კარგი კეთდება. შენ რომ ჩამოხვალ უთუოდ დიდი ასპარეზი გექნება მოღვაწობისათვის ჭეშმარიტად, სულია მთავარი და მაცხოვრის სიტყვები: " ეძიეთ სასუფეველი ღმრთისა და დანარჩენი ყოველი მოგეცეთ თქვენ " .


გიგზავნი ჩემს თარგმანს მათეს სახარებისას, საეკლესიო კალენდარს 1981 წლისას, აგრეთვე ძვირფას წიგნს მღვდელ პოლიევკტოს კარბელაშვილისას "საქართველოს მღვდელმთავარნი " , სადაც უამრავი განსაცვიფრებელი ფაქტებია ჩვენი დიდი მღვდელმთავრების ცხოვრებაზე, რომელთაც სხვაგან ვერსად შეხვდები (ჩქმალავენ). გიგზავნი აგრეთვე გაზეთს უნივერსიტეტისას, სადაც დაიბეჭდა თენგიზის წერილი დავით აღმაშენებელზე. როგორც გრაალის რაინდზე. მე და შენი საუბრები გაუხსენებია; თითო ოროლ წიგნიდან ციტატებით შეუვსია და ისე გამოუყვანია საქმე, თითქოს თვითონ აღმოაჩინა ეს ამბავი. თუმც არაფერია, ნუ განვიკითხავთ. ფოსტით შენი არაფერი მომსვლია, ალბათ გრძნობ რომ უსარგებლოა გამოგზავნა და არ აგზავნი. მოგიკითხეს ჩემებმა. აბა შენ იცი. იყავი დაკვირვებით. თავს მოუარე. გთხოვ ყოველ დილა-საღამოს, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, იკითხე ხმამაღლა 90-ე ფსალმუნი. ხომ იცი რა ჯავშანია!


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner