logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კამპანიის „ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში გურიის და აჭარის სკოლებში შეხვედრები გამართეს
- +

7 დეკემბერი. 2022. 12:35

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონის სკოლებში შეხვედრები გრძელდება. სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N1 და N4 საჯარო სკოლებში,  ასევე, ქალაქ ქობულეთის N2 და N3 საჯარო სკოლებში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს სხვადასხვა საჭირო და აქტუალურ თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ, აგრეთვე, მართლწესრიგთან დაკავშირებით.

 

შეხვედრებზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თემაზე გადაღებული ვიდეორგოლები უჩვენეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია "ემეგობრე პოლიციას" სექტემბერში დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდ ქალაქებში უკვე ჩატარდა, საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში კი წლის ბოლომდე გაგრძელდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner